Friday, June 30, 2017

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია

                                                                                         




             30 ივნისს ჩატარდა ინტელის ტრენინგი, რომელიც საინტერესოდ წარიმართა, შევქმენით  პრეზენტაციის შაბლონი,  ვიმუშავეთ საჭირო   მასალების ინტერნეტიდან მოძიებაზე და შესაბამის  ფაილებში ჩასმაზე,  სლაიდშოუს შექმნასა და სხვა.  დავიცავით საავტორო უფლებები და ინტერნეტიდან გამოყენებული საიტების ბმულები მივუთითეთ საავტორო უფლებების ფაილში.
       

Wednesday, June 28, 2017

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

       ტრენინგის მეექვსე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საბაზისო უნარ-ჩვევებზე; გავწერეთ  პროექტის სასწავლო პროცედურები- პროექტის მიმდინარეობა; ასევე დაწვრილებით გავიარე მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლის სტრატეგიები.

Sunday, June 25, 2017

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

      25 ივნისს გავეცანით პროექტის  მსვლელობისა და დასრულებისათვის შეფასების ინსტრუმენტებს.

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

       


    დღეს   პროექტის გეგმის საკვანძო  კითხვებზე ვიმუშავეთ; ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Friday, June 16, 2017

მესამე მოდულის რეფლექსია

         


     16 ივნისს  ინტელის ტრენინგზე გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, საგნობრივი სტანდარტიდან გადავიტანე მასალა ჩემს პროექტის გეგმაში და სხვა.
     შევძელი სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება.
     მადლობა ტრენერს-ბატონ გიორგი ხომასურიძეს.                                                  

Sunday, June 11, 2017

პორველი მოდულის რეფლექსია

               

                                          I   მოდულის რეფლექსია

          10-11  ივნისს ჩატარდა ინტელის ტრენინგის პირველი მოდულის სამუშაო შეხვედრები. განვიხილეთ პროექტებით სწავლების  გეგმის  შაბლონი, რის მეშვეობით შევძლებ ჩემი შესაბამისი გეგმის შედგენას.  მოლოდინი  და განწყობა შედარებით დაძაბული მქონდა, თუმცა საკითხები იმდენად გასაგებად და ნათლად აგვიხსნა ტრენერმა, რომ ჩემს მიერ განხორციელებულმა  და შესრულებულმა სამუშაომ მოლოდინს გადააჭარბა (ჩემთვის).
     
       ვფიქრობ ტრენინგის ბოლოს შევძლებ  საქმიანობაში გამოვიყენო პროექტებით     სწავლება.