Tuesday, July 4, 2017
მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია
დღეს, 4 ივლისს, კიდევ ერთხელ შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე, მოვაწესრიგეთ, ავტვირთეთ გუგლი დისკზე და მოვამზადეთ ბლოგზე გამოსაქვეყნებლად.
ვფიქრობ ნაყოფიერი იყო ჩვენი მუშაობა. შევძლებ მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში (პროექტებით სწავლება).
მადლობა ტრენერს- გიორგი ხომასურიძეს საინტერესო და მრავლისმომცველი მუშაობისათვის.
Monday, July 3, 2017
მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია
დღეს, 3 ივლისს ვიმუშავეთ პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნებაზე.
განვიხილეთ ფასილიტაციებს ინტერვიუსათვის და კვლევისათვის.
საინტერესო მუშაობა ჩავატარეთ.
მადლობა ტრენერს.
Sunday, July 2, 2017
Friday, June 30, 2017
მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია
30 ივნისს ჩატარდა ინტელის ტრენინგი, რომელიც საინტერესოდ წარიმართა, შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, ვიმუშავეთ საჭირო მასალების ინტერნეტიდან მოძიებაზე და შესაბამის ფაილებში ჩასმაზე, სლაიდშოუს შექმნასა და სხვა. დავიცავით საავტორო უფლებები და ინტერნეტიდან გამოყენებული საიტების ბმულები მივუთითეთ საავტორო უფლებების ფაილში.
Wednesday, June 28, 2017
მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საბაზისო უნარ-ჩვევებზე; გავწერეთ პროექტის სასწავლო პროცედურები- პროექტის მიმდინარეობა; ასევე დაწვრილებით გავიარე მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლის სტრატეგიები.
Sunday, June 25, 2017
მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია
25 ივნისს გავეცანით პროექტის მსვლელობისა და დასრულებისათვის შეფასების ინსტრუმენტებს.
მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია
დღეს პროექტის გეგმის საკვანძო კითხვებზე ვიმუშავეთ; ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
Friday, June 16, 2017
მესამე მოდულის რეფლექსია
16 ივნისს ინტელის ტრენინგზე გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, საგნობრივი სტანდარტიდან გადავიტანე მასალა ჩემს პროექტის გეგმაში და სხვა.
შევძელი სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება.
მადლობა ტრენერს-ბატონ გიორგი ხომასურიძეს.
Sunday, June 11, 2017
პორველი მოდულის რეფლექსია
I მოდულის რეფლექსია
10-11 ივნისს ჩატარდა ინტელის ტრენინგის პირველი მოდულის სამუშაო შეხვედრები. განვიხილეთ პროექტებით სწავლების გეგმის შაბლონი, რის მეშვეობით შევძლებ ჩემი შესაბამისი გეგმის შედგენას. მოლოდინი და განწყობა შედარებით დაძაბული მქონდა, თუმცა საკითხები იმდენად გასაგებად და ნათლად აგვიხსნა ტრენერმა, რომ ჩემს მიერ განხორციელებულმა და შესრულებულმა სამუშაომ მოლოდინს გადააჭარბა (ჩემთვის).
ვფიქრობ ტრენინგის ბოლოს შევძლებ საქმიანობაში გამოვიყენო პროექტებით სწავლება.
Subscribe to:
Posts (Atom)